თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, შეზღუდვები დაუწესდებათ ტაქსის მძღოლებს. შესაძლოა, ორკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მფლობელებს ტაქსის ლიცენზია არ მისცენ.
სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მერიაში პრობლემის გადაწყვეტის არასწორ გზებზე საუბრობენ და კონკრეტული რეგულაციების დაწესებით თბილისში ვითარება არ შეიცვლება.