აფეთქება და ხანძარი ქუთაისში - ცეცხლი ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გავრცელდა.
აფეთქებამ თუჯჩამომსხმელ ქარხანაში შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. დაშავდა 5 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.