06 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - “BMW”-ს მარკის ავტომანქანა „Mercedes“-ის მარკის სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაზე “BMW”-ს მარკის ავტომანქანა „Mercedes“-ის მარკის სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა. საგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოუწესრიგებელი საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების არარსებობის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ხშირად ხდება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები