17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
"როცა დაცვა ეუბნება აქ ნუ მოწევ, ეს იწვევს დაძაბულობას" - თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ეზოებში, ადმინისტრაციის თანხმობის შემდეგ, შესაძლოა თამბაქოს მოწევა სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში დაუშვან.

ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძის თქმით, კანონის ეს ნაწილი სოციალურ დაძაბულობას იწვევს.

"ზოგიერთ საავადმყოფოს საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს. იმ ტერიტორიაზე როცა მოწევა აკრძალულია, ვთქვათ რეანიმაციაში მოჰყავთ მძიმედ მყოფი ოჯახის წევრი, მეგობარი. და იქ, რომ ელოდებიან სიკვდილ-სიცოცხლის გადაწყვეტას, როცა მიდის დაცვა და ეუბნება, რომ აქ ნუ მოწევ, ეს იწვევს დაძაბულობას. კონფლიქტები წარმოიშვა ძალიან ბევრი,"-განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

დღის ამბები