17 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
მორიგი მუქარა - "საქართველოს საზღვრებთან ნატოს ძალების განლაგებას რუსეთი საკუთარი სამხედრო გეგმით უპასუხებს" 

საქართველოს საზღვრებთან ნატოს ძალების განლაგებას რუსეთი საკუთარი სამხედრო გეგმით უპასუხებს - ეს განცხადება, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

კონსტანტინე კოსაჩოვის თქმით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში თბილისსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობების ნორმალიზებას პერსპექტივა არ ექნება.

რუსი სენატორის თქმით, რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ძალების მიახლოება სამხრეთ კავკასიაში დამატებით დაძაბულობას შექმნის.

"მოსკოვი ყველა ზომას მიმართავს, რომ რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოება უზრუნველყოს," - აცხადებს კონსტანტინე კოსაჩოვი.

რუსმა სენატორმა ვლადიმერ პუტინის სიტყვები გაიმეორა, რომელმაც ამერიკულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინისა ან საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსკოვს უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. 

დღის ამბები