კომპანია „არქის“ და ზაზა ფაჩულიას ინიციატივა და განსხვავებული კონცეფცია - კომპანიის მოგების 5%-მდე რესურსი ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ქველმოქმედებას მოხმარდება.
კომპანიამ ახალი ბრენდინგი წარადგინა, რომლის მიხედვითაც მთავარ მიმართულებად დასახელდა ზრუნვა -„არქელებზე“, გარემოსა და საზოგადოებაზე. „არქიმ“ დღეს მორიგი 5000 ლარიანი დახმარება გადასცა ბერი ანდრიას ფონდს ბედნიერების სახლის მშენებლობისთვის.