17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადადგომას სთხოვდნენ - მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადადგომას სთხოვდნენ და დასვენებას ურჩევდნენ, - სკანდალურ განცხადებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აკეთებს.

ცოტა ხნის წინ წმინდა სინოდის წევრი მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა, სადაც პატიმრობაში მყოფ დეკანოზ მამალაძეს შეხვდა.

მეუფე გრიგოლი არ ასახელებს იმ პირებს, ვინც პატრიარქს დასვენებას ურჩევდა. თუმცა ამბობს, რომ  ისინი სასულიერო პირები არ ყოფილან. 

მეუფე გრიგოლის განცხადებით, მან უკვე თქვა ყველაფერი ამ თემასთან დაკავშირებით და დამატებითი დეტალების განვრცობას არ აპირებს. 

როგორც „კურიერისთვის“ გახდა ცნობილი, სხვა სასულიერო პირებსაც აქვთ ინფორმაცია, რომ გარეშე პირები პატრიარქს „სახლში წასვლასა და დასვენებას“ სთხოვდნენ . 

„რისი თქმაც შეიძლებოდა უკვე ვთქვი“-  ამბობს მეუფე გრიგოლი.

რაც შეეხება სასულიერო პირების დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრას, როგორც მეუფეები აცხადებენ, მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დეტალებსა და საუბრის შინაარსს სინოდის წევრებს გააცნობენ.

დღის ამბები