იუსტიციის სახლთან ფერეიდნელი ქართველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შეიცვალნენ მოქალაქეობის მინიჭების საკითხის შემსწავლელი კომისიის წევრები, რადგან მოქმედი კომისია ფერეიდნელ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.
აქციის მონაწილეები ეთნიკურ ჩაგვრაზე საუბრობენ და მთავრობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„მე ვფიქრობ, რომ მიდგომა ამ ადამიანებთან უნდა შეიცვალოს და უნდა შეიცვალოს სახელმწიფო დონეზე. გაურკვეველია, რა ნიშნით ქართველი ადამიანები ვერ ხდებიან საქართველოს მოქალაქეები.
ის რასაც უთითებენ დადგენილების მუხლებში გაურკვეველი და ბუნდოვანია“- ამბობს პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს მშვიდობისათვის” დამფუძნებელი დავით თევზაძე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ კომისია მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ყველა მსურველთან მიმართებაში თანაბრად წყვეტს. უფრო მეტიც, მისი თქმით, ფერეიდნელებისთვის მოქალაქეობის მინიჭება საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საქართველოდან ემიგრირებული ქართველები მათ შორის ფერეიდნელები ხვდებიან იმ სიაში, რომლისთვისაც მოქალაქეობის მინიჭება ჩვენთვის პრიორიტეტია“ -აცხადებს გიორგაძე.