მარსზე წყალი აღმოაჩინეს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ პლანეტის სამხრეთ ნაწილში, ყინულის საფარის ქვეშ ტბა მდებარეობს, რომლის ნაპირის სიგრძე, დაახლოებით, 20 კილომეტრია.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყლის სიღრმე შესაძლოა, ერთ მეტრამდე იყოს.
მარსზე წყალი სარადარო დანადგარის, Marsis-ს დახმარებით აღმოაჩინეს. ინსტრუმენტი Mars Express-ის ორბიტალურ აპარატზეა მიმაგრებული.