17 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
მესტია-ჯვარი-ზუგდიდის დამაკავშირებელი მაგისტრალი, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებისა და სპეცრაზმის გაყვანის შემდეგ გაიხსნა 

მესტია-ჯვარი - ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გუშინ, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ გაიხსნა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა ჯებირებისგან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან სპეციალური რაზმის წევრები და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები გაიყვანეს.

გზის გახსნის მიუხედავად მოსახლეობას ტერიტორია არ დაუტოვებია. ადგილზე რჩებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილობრივებთან სამუშაო შეხვედრას დღეს გამართავენ.

"ჩემი წინადადება იყო, რომ აქ გზა გავხსნათ. ერთ კვირაში, 10 დღის განმავლობაში, აქ ჩამოვა დიდი სამთავრობო გუნდი, რომ ვილაპარაკოთ ამ რამდენიმე სოფლის, ამ ხეობის განვითარების პერსპექტივებზე, რა ალტერნატივები გვაქვს. იქ სადაც ალტერნატივის შეთავაზება ვერ ხერხდება და მართლა ვამბობთ, რომ ხე-ტყის დამუშავება არის ერთადერთი შემოსავალი, როგორ მოვახდინოთ, რომ ხე-ტყის დამუშავება მოვახდინოთ ლეგალურ ჩარჩოებში, რომ არ იყოს არც ერთი უკანონო ჭრა და სადაც არ არის ამის საშუალება, რა ალტერნატივას ვთავაზობთ,"-განაცხადა სოზარ სუბარმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები