17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მდინარეში ჩაყრილი დიდი რაოდენობით ხე-ტყე - სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი უკანონო ჭრას არ გამორიცხავს 

ტყის მასივების შენარჩუნება, ეკოლოგიური თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობისაა - განმარტებას სვანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელიც აკეთებს.

თორნიკე გვაზავას განცხადებით, ამ მიზნით პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება.

„ბრძოლა უკანონო ჭრებს, ეს არის როგორც სამინისტროსი, ასევე მთავრობის მიდგომა და მე ვფიქრობ, რომ პრევენციული ღონისძიებები აუცილებლად ჩასატარებელია. მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს იმას, რომ ხე, რომელიც მოსაჭრელია უნდა მოიჭრას ის ხე. უნდა გაკონტროლდეს სპეციალისტების მიერ,“-აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა.

სააგენტოს ხელმძღვანელი მედიაში გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, როგორ მიაქვს მდინარეს სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე.

გვაზავა არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს კანონდარღვევას.

„შეიძლება აქ იყოს რა თქმა უნდა უკანონო ჭრის შედეგად ჩამოტანილი ხე-ტყე, მაგრამ ძირითადად არის წყალდიდობის შედეგად ჩამოტანილი ხე-ტყე. ეს სანამ არ იქნება გამოკვლეული პირდაპირ ვერ ვიტყვი,“-აცხადებს გვაზავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები