17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
გახშირებულმა ხე-ტყის უკანონო ჭრამ შეიძლება ძალიან მძიმე ეკოლოგიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს - გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ხე-ტყის უკანონო მოპოვების კუთხით ვითარება საკმაოდ მძიმეა, რაც ეკოლოგიური კატასტროფის რისკებს ზრდის. სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან.

„იმდენად გახშირებულია უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტები და ტყეზე ზეწოლა, რომ ამან შეიძლება  ძალიან მძიმე ეკოლოგიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ღვარცოფული პროცესების გააქტიურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახლავთ ტყის უკანონო ჭრა. ხე-ტყის დამზადება არ უნდა ხდებოდეს ისეთ ადგილებში, სადაც მისი დამზადება არ შეიძლება.

უნდა მოხდეს სანიტარული წესით მისი დამზადება, გამოხშირვითი წესით, ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით“-ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ნინო თანდილაშვილი.

დღის ამბები