17 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ

ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. მათი თქმით, მშენებლობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ამ დრომდე ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

კომპანია ჩემი სახლი ბათუმში სტადიონთან ახლოს 24 სართულიან კორპუსს აშენებს. კომპანიის იურისტის განცხადებით კი პროექტის შეცვლამ სამშენებლო ვადის მომავალ წლამდე გადაწევა გამოიწვია.

„მშენებლობის ვადა გაზრდილია, 2019 წლის აგვისტომდე, ვადის დასრულებისთანავე, ყველა მოქალაქე, რომელსაც თანხა გადახდილი აქვს, ყველა ჩაიბარებს კუთვნილ ბინებს,“- განაცხადა რამაზ ჯორბენაძემ

დღის ამბები