ბათუმში, მცირე მეწარმე ვასიკო ტაკიძემ პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლის წინ ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა.
ტაკიძე ამბობს, რომ მას ბათუმის სანაპირო ზოლში დელტა პლანით ფრენა საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა.
მისი თქმით, სამი წელია რაც ამ ბიზნესს ეწევა და ბანკიდან დიდ ოდენობით სესხი აქვს გამოტანილი.
იგი მთავრობას დროულ რეაგირებასა და ტურიზმის სფეროში ხელშეწყობას სთხოვს.