17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
უჩვეულო ნისლი თბილისში - დედაქალაქის მასშტაბით ხილვადობა რამდენიმე საათია ძალიან დაბალია

დედაქალაქის მასშტაბით ხილვადობა რამდენიმე საათია ძალიან დაბალია. უჩვეულო ნისლმა დედაქალაქის მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ეს სმოგია ანუ დაბინძურებული ჰაერის მასა.

გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ეს ნისლი მტვრის მასების გავრცელებით არის გამოწვეული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, რამაზ ჭითანავა აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერი არ ხდება.

„მას თან მოაქვს სამხრეთ რეგიონებიდან ასევე, სავარაუდოდ, ატმოსფეროს მაღალ ფენებში ატანილი ქვიშა, მტვერი, რაც ვრცელდება ამჟამად, ჯერჯერობით, საქართველოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილზე. არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთ ნაწილზე გადავიდეს. ამ  ტიპის სინოპტიკური სიტუაციის დროს, არც ისე იშვიათია შემთხვევები საქართველოს ტერიტორიაზე, ამგვარი მტვრიანი მასების გადმონაცვლების, რაც ტალახიან წვიმებსაც იწვევს ხშირად. ახლა უბრალოდ ნალექი არ არის, თორემ იგივე სურათი იქნებოდა, ასე, რომ საპანიკო სურათი ნადვილად არ არის,“ - განაცხადა რამაზ ჭითანავამ.

როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ეს მოვლენა ზაფხულის პერიოდისთვისაა დამახასიათებელი. ნისლის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არც ერთი რეისი არ გადადებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები