17 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი დაამტკიცა

33 მომხრე და 2 წინააღმდეგ - ტაქსების რეგულაციის წესი თბილისის საკრებულომ დაამტკიცა. ტაქსების რეგულაცია ორ ეტაპად განხორციელდება.

ლიცენზიის აღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა პირველი აგვისტოდან მოუწევთ. მარტივი ლიცენზია მძღოლებს 50-დან 100 ლარამდე დაუჯდებათ.

პირველ ეტაპზე მძღოლი ვალდებულია, რომ ავტომობილის სახურავის შუა ნაწილზე ყვითელი მანიშნებელი ნიშანი განათავსოს. მეორე ეტაპი კი, რომელიც 2019 წლის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს, მანქანების ერთ ფერად გადაღებვას და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას შეეხება.

დღის ამბები