17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ელიავას ბაზრობაზე ხე-ტყის საამქროების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწყებული მოკვლევების ფარგლებში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხე-ტყის საამქროების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები. მოვაჭრეთა უმრავლესობა ამბობს, რომ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, ნაწილი კი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტარდება ინვენტარიზაცია. დაგეგმილია საქონლის რაოდენობის დათვლა.

„მე ბრძანება ჩამაბარეს, რომ უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია, იყო შემთხვევები, რომ ჩაატარეს სადაც ეჭვი იყო და ეხლა მთელს საქართველოში ამოწმებენ,“- აცხადებს ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე, არჩილ გრძელიძე.

დღის ამბები