17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძარცვის ბრალდება - თბილისში, 17 წლის მოზარდი დააკავეს

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისში, 17 წლის მოზარდი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე მოქალაქეს საფულე წაართვა.

მძარცველის დაკავებას, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქე შეეცადა, რომელსაც დამნაშავემ ცივი იარაღით დაჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კიდევ ერთი, 20 წლის ახალგაზრდა კი ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე აიყვანეს.

დღის ამბები