ძლიერი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში. 6.4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად პოპულარულ ტურისტულ ზონაში, ქვეყნის ცენტრალურ კუნძულ ლომბოკზე იგრძნობოდა.
სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის მალაიზიელი ტურისტი. დაშავებულთა რაოდენობა კი 40 აღწევს. დანგრეულია ათობით შენობა. პირველი მიწისძვრის შემდეგ სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი ბიძგი განმეორდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 5.7 მეათედი მაგნიტუდის იყო. ლომბოკი კუნძულ ბალის აღმოსავლეთით, 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან.