განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა უმაღლესი სასწავლებლის დასრულება კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მიულოცა.
მიხეილ ბატიაშვილი დიპლომების გადაცემის ცერემონიას, პროფესორ-მასწავლებლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის ახალ კორპუსში დაესწრო.
კავკასიის უნივერსიტეტი ზუსტად 20 წლის წინ, ბიზნეს სკოლის შექმნით გაიხსნა. დღეს კი უნივერსიტეტში ბიზნესის გარდა, ფუნქციონირებს კიდევ ცხრა სკოლა.