ბათუმში, ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი იყო ადვოკატთა პროფესიული თავისუფლების მნიშვნელობაზე, კოლეგიალობის პრინციპსა და ადვოკატის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრის ძირითადი დრო აჭარაში არსებულ ვითარებას დაეთმო. კონფერენცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გახსნა. მისი თქმით, ხშირია ადვოკატისა და კლიენტის ერთმანეთთან გაიგივება, რაც დაუშვებელია.
„დღეს ჩვენ შეხვედრა გვაქვს აჭარაში, აჭარაში მოღვაწეს ადვოკატებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, აგრეთვე გვესწრება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც. საინტერესო დისკუსია გვექნება დღეს, დაკავშირებულ ადვოკატის როლთან, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან და ადვოკატის უფლებებთან,“ - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.
შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც დაესწრო.