თბილისის ზღვაში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი "ჰუალინგის დასახლების" მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს.
სამაშველო სამსახურს მომხდარის მამაკაცის შესაძლო დახრჩობის შესახებ თვითმხილველებმა შეატყობინეს.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები, რომლებმაც 27 წლის მამაკაცი დამხრჩვალი იპოვეს.