დმანისის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უსამართლობასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ბაბეკ ალიევის ოჯახი აცხადებს, რომ დმანისის მერი და მისი მოადგილე მოსახელობას ავიწროებს და შემოსავლის გარეშე ტოვებს. მიწებს, რომელსაც გლეხები წლების მანძილზე იჯარით ფლობდნენ, მუქარისა და მდგომარეობის გამოყენებით ათმობინებენ და საკუთარ ნათესავებზე ანაწილებენ.
ბრალდებებს უარყოფს დმანისის მერი. გიორგი ტატუაშვილი გამორიცხავს, რომ სოფელში რამე უკანონოდ კეთდება.
დმანისის საკრებულოში ადასტურებენ, რომ მიწის სადავო ნაკვეთს ნამდვილად ალიევების ოჯახი ამუშავებდა. იციან ისიც, რომ მიწა ახლა ნათელა ციხელაშვილს ეკუთვნის, თუმცა რამდენად კანონიერად, ამაზე დუმილს ამჯობინებენ.
დაზარალებული ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან რეაგირებას ელოდებიან, გაჭიანურების შემთხვევაში, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი.