17 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ღარიბი და უკიდურესად ღატაკი - საქართველოში საშუალო ფენა მხოლოდ 7 %-ია

უკიდურესი სიღატაკე საქართველოში, რომელზეც მთავრობას დონორები წლების განმავლობაში აფრთხილებენ.

მაგალითად მსოფლიო ბანკი თავის კვლევაში ჯერ კიდევ 2016 წელს აფრთხილებდა მთავრობას: "სიმულაციები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ფასების თუნდაც 6%-იანი ზრდა ქვეყანაში სიღარიბის დონის მკვეთრად ზრდას გამოიწვევს."

მსგავსი შინაარსის ჩანაწერებს სავალუტო ფონდის დასკვნებშიც არის და კიდევ სხვა დონორების ვებ გვერდებზეც.

Unicef-ის  კვლევის მიხედვით 2015 წელს სიღარიბის დონე ქვეყანაში 18% იყო, აქედან უკიდურესად ღარიბთა კასტას მხოლოდ 2% მიეკუთვნებოდა. ჯერ დოლარის კურსი გაუფასურდა 40%-ით, შემდეგ ინფლაციაც გადასცდა 6%-ს და შედეგმაც არ დააყოვნა. უკვე დღეს სიღარიბის დონე 22%-მდეა ასული. 2-დან 5%-მდე გაიზარდა უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის ხვედრითი წილიც.

Unicef-ის კვლევისგან ოდნავ განსხვავებულია მსოფლიო ბანკის მეთოლოგია, ვისი დათვლებითაც მოსახლეობის 32% დღეს ღარიბია და დღეში 2.5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს. კიდევ 37% ზომიერად ღარიბია და ჭამაზე, სმაზე, ჩაცმაზე, სახლზე, ბავშვების განათლებაზე და მედიკამენტზე დღიურად 5 დოლარს უნდა დასჯერდეს. დანარჩენი 24% მოწყვლადთა ჯგუფშია და მაგალითად ლარის მორიგი დევალვაციის წყალობით ისევ საკვების გარეშე დარჩენა და გაღარიბება ემუქრება. ჩნდება კითხვა, სადაა საშუალო ფენა, რომელსაც ივანიშვილი პოლიტიკური სტაბილურობის გარანტად ასახელებს, ასეთთა ხვედრითი წილი საქართველოში დღეს 7%-ს არ აღემატება.

სიღარიბის ზრდას მმართველ გუნდში, მათივე მმართველის მსგავსად, ჭარბვალიანობას და ბანკებს უკავშირებენ.

ავტორი: მიშა სესიაშვილი. 

დღის ამბები