17 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
"თავისუფალი სივრცე" - კაფე ბათუმში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მუშაობა შეუძლიათ  

კაფეში, სახელწოდებით "თავისუფალი სივრცე," რომელიც ბათუმში მდებარეობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მუშაობა შეუძლიათ.

"თავისუფალი სივრცე" მეორე წელია არსებობს. კაფის დამფუძნებლები ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" წევრები არიან. ბათუმში ადაპტირებული სივრცის და თანასწორი გარემოს აუცილებლობაში 2 წლის წინ, მუნიციპალიტეტი დაარწმუნეს და მერიამ ადგილი გამოყო. თუმც,ა შარშან იდეამ არ გაამართლა, კაფის კეთილმოწყობასა და კონცეფციის დახვეწაში მათ ევროკავშირის პროექტი დაეხმარა.

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიღებული მატერიალური მხარდაჭერით, კაფეს კარგი დიზაინი, დესერტების მაცივარი, ყავის აპარატი, კეთილმოწყობილი საინტერესო გარე სივრცე შემატეს. ტრენინგების, კონსულტაციების საფუძველზე თუ მანამდე "თავისუფალ სივრცეს" მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შეკრების ადგილად აღიქვამდნენ, ახლა კაფეს ბევრი სტუმარი ყავს.

"თავისუფალი სივრცის " სხვა წევრებს, სჯერათ, რომ მათი კაფე საზოგადოების სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს შეცვლის. მათი გამოცდილება სხვა კაფეებისთვის მაგალითი იქნება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებული გარემო მთელს ქვეყანაში შეიქმნება.

დღის ამბები