სისხლიანი გარჩევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე - საგამოძიებო კომისიის წევრებმა ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვანი გლდანის ციხეში უკვე გამოჰკითხეს. საგამოძიებო კომისიის წევრები დღესვე აპირებენ მეორე მსჯავრდებულის გამოკითხვას.
ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო კომისიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„იყო ძალიან ბევრი შეკითხვა კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით, იმ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვაზე იყო ძალიან ადეკვატური და ძალიან ამომწურავი და ზუსტი პასუხი,“ - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
კვირის ბოლოს საგამოძიებო კომისიის წევრები უკვე შს და იუსტიციის მინისტრებს, ასევე ყოფილ მთავარ პროკურორს გამოკითხავენ.