ეს ხალხი არ უნდა იყოს პარლამენტში ისინი ბოდავენ - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილის განცხადებას, საკონსტიტუციო სასამართლოზე.
მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების გადაწყვეტილების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ რადიკალური ზომებია მისაღები, მათ შორის შესაძლოა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება.
ნიკა რურუას განცხადებით კი, იმ მოცემულობაში, როცა ახალი კონსტიტუციით სასამართლო სისტემა ისედაც სუსტდება, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ საუბარი აბსურდია.
„სრული სიბეცის მტკიცებულებაა „ოცნების წევრებისა“, რომელიც არ არიან თავის ადგილას. ეს ხალხი არ არის კვალიფიციური, რომ იყოს პარლამენტში, ამიტომაც ისინი ბოდავენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თუ გააძლიერებ, თორემ მისი დასუსტება როგორ შეიძლება მაშინ, როცა ახალი კონსტიტუციით სასამართლოები მთლიანად დასუსტებულია“-ამბობს ნიკა რურუა.