17 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
48 წლის ქალბატონს ოჯახი მეხუთე დღეა ეძებს

უკვე მეხუთე დღეა სამტრედიელ 48 წლის ქალბატონს ეძებენ. მისი კუთვნილი ავტომანქანა გრიგოლეთში სანაპიროსთან იპოვეს. სამტრედიის პოლიციასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებში გურიის პოლიციაც ჩაერთო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკარგულმა ქალბატონმა წერილი დატოვა.

"წერილი ამტკიცებს,რომ ზღვაშია შესული. დიდი შტორმი ყოფილა და ხალხი სანაპიროზე არ ყოფილა. შესულია ზღვაში და მერე არაფერი არ ვიცით"-ამბობს ოჯახის წევრი მაია შარტავა.

დღის ამბები