17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
სოფელ წყავროკას მოსახლეობა წელს სავარაუდოდ, თხილის მოსავლის გარეშე დარჩება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას მოსახლეობა წელს, სავარაუდოდ, თხილის მოსავლის გარეშე დარჩება. ადგილობრივების თქმით, თხილის ბაღები აზიურმა ფაროსანამ თითქმის სრულად გაანადგურა.

მოსახლეობა ამბობს, რომ მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებები არაეფექტური იყო. მათი თქმით, თხილის ბაღების სათანადო დამუშავება არ მომხდარა.

სოფელ წყავროკას მოსახლეობას დღეს ოპოზიციის წევრები შეხვდნენ.

„პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, ეკისრება ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ის გამოყოფილი მილიონობით თანხა, რომელიც იყო არაეფექტური და ამის თაობაზე ვეუბნებოდით თავის დროზე, როგორც ხედავთ, შედეგი არის ნული. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, გრილი კაბინეტებიდან გამოვიდნენ გარეთ, გაიარონ სოფლებში და ფერმერს აუნაზღაურონ ის ზარალი, რაც მიადგა,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა.

დღის ამბები