17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
პარლამენტის პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს - მმართველ გუნდი მარიხუანის მოხმარების რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

პარლამენტის პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს - მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ დეპუტატები კანონის გამკაცრებას აანონსებენ.

უკვე ცნობილია ისიც, თუ რა შეზღუდვები შევა კანონში. კერძოდ, მარიხუანას მოწევა აეკრძალებათ 21 წლამდე პირებს. კანაფის მოხმარება აკრძალული იქნება საჯარო მოხელეებისთვის. ასევე მძღოლებისთვის, ექიმებისთვის, მფრინავებისთვის, მემანქანეებისთვის და მასწავლებლებისთვის. დასჯადი იქნება მარიხუანას რეკლამა და პოპულარიზაცია. კანაფის მოწევა აიკრძალება ღია და დახურულ საჯარო სივრცეებში.

ეს ახალი რეგულაციების მხოლოდ ერთ ნაწილია. კენჭისყრამდე დეპუტატები გრძელ სიას კიდევ რამდენიმეს დაუმატებენ.

ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის საქმიანობაში უხეშად ჩაერია და საკანონმდებლო ორგანოს წაართვა უფლება, რომ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება გაეკონტროლებინა.

ქართლი ოცნების დეპუტატების თავდასხმას დღეს საკონტიტუციო სასამართლოში უპასუხეს და კიდევ ერთხელ განმარტეს, რა წერია პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებაში.

ქვეყნის მთავარ სასამართლოში ამბობენ, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოქმედებდნენ და პარლამენტის საქმიანობა მათ არ შეუზღუდავთ.

დღის ამბები