17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ახალი რეგულაციები ტაქსებს - ხვალიდან მძღოლებს ლიცენზიის აღება მოუწევთ

ტაქსებისთვის ხვალიდან ახალი რეგულაციები  ამოქმედდება. მოქალაქეების მომსახურებისთვის ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება მოუწევთ.

ნებართვა მსუბუქ ავტომობილებზე 100 ლარი ეღირება. ჰიბრიდულებზე - 50 ლარი, ხოლო ელექტროავტომობილებზე უფასოა. ის ტაქსის მძღოლები კი, რომლებიც ლიცენზიას 1 ოქტომბრამდე არ აიღებენ, 200 ლარით დაჯარიმდებიან.

მძღოლები ამბობენ, რომ ეს მოსაკრებელი ტაქსებში არსებულ მდგომარეობას არ გააუმჯობესებს, თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს შემოსავლის გარეშე დატოვებს და მგზავრობას გააძვირებს.

ლიცენზიის მისაღებად ტაქსის მძღოლებს მხოლოდ თანხის გადახდა მოუწევთ. არავინ შეამოწმებს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და ტექნიკურად გამართულია თუ არა ავტომობილი.

თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ ტაქსის ნებართვის მიღება 1 წელში გართულდება და ტაქსის მძღოლებს დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ.  2019 წლის ოქტომბრიდან კი აიკრძალება  მარჯვენასაჭიანი ტაქსები.

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები