17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
რუსთავში ახალგაზრდა წყვილს რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

რუსთავში ახალგაზრდა წყვილს რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო დასახლებაში მოხდა.

წყვილის მტკიცებით, რომანტიკული შეხვედრა მათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ორმა მამაკაცმა ჩაუშალა და მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. წყვილმა მანქანაში ჩაჯდომა ვერ მოასწრო, როდესაც ორმა თავდამსხმელმა მათ სასტიკად ცემა დაუწყო.  

ძალადობის კვალი დაზარალებულ წყვილს ამ დრომდე ეტყობა.

მოგვიანებით ტერიტორიაზე 2 თავდამსხმელს კიდევ ხუთი პირი შეუერთდა, მათი ფიზიკური შეურაცხყოფა ახალგაზრდა ქალსაც მიაყენეს. თავდამსხმელებს ქართულად საუბარი უჭირდათ.

თავდასხმის დროს წყვილმა გაქცევა მოახერხა და თავი ერთ-ერთ ოჯახს შეაფარეს. ამის შემდეგ მათ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის მუხლი დაიწყო. ინცინდენტში მონაწილე 3 პირი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა, ჯერჯერობით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები