„პრემიერი-მინისტრის გრაფიკი მარტივად ცვალებადი არაა და არ არის გამორიცხული, რომ ტექნიკური პრობლემების გამო, ვერ მოხდა შეხვედა,“ - ასე ეხმაურება ქართული ოცნების წარმომადგენელი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში შეკრებილი შვილმკვდარი მშობლების მოთხოვნაზე პრემიერის დუმილს.
მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ზაზა სარალიძის და სხვა შვილმოკლული მშობლების პოზიცია გასაგებია, თუმცა, ხელისუფლების პასუხი არის ის ხელახლი გამოძიება, რომელიც კონკრეტულ საქმეებზე, მათ შორის, სარალიძის საქმეზე მიმდინარეობს.
შვილმკვდარი მშობლები პრემიერთან შეხვედრას რამდენიმე საათი ელოდნენ, თუმცა, უშედეგოდ. მათთან მხოლოდ აპარატის თანამშრომელი ჩავიდა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემას გონივრულ ვადაში დაჰპირდა.
ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილითაც მიმართეს და მთავრობის ადმინისტრაციაში 30-მდე გახმაურებული საქმის მასალა მიიტანეს.
თუ საქმეები 2 თვეში არ გადაიხედება, შვილმოკლული მშობლები ქუჩის აქციებს აანონსებენ.