08 დეკემბერი 2021,   11:41
ვრცლად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული - სერგი კაპანაძე კომისიის მუშაობის შედეგებს აფასებს

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე კომისიის მუშაობის შედეგებზე კონკრეტიზაციისგან თავს იკავებს.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კომისიას გაცემული აქვს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც შსს მუშაობს და გეგმავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

სერგი კაპანაძის თქმით, კომისიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოიპოვა.

„ერთობლიობაში თუ შევკრებთ ამ ინფორმაციას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  კონკრეტული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ამ ინფორმაციის გათვალისწინებით,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ კომისიამ თავიდანვე აიღო სწორი გეზი და მისთვის გაუგებარია კოლეგების იმ ნაწილის განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ კომისია ჩქარობს, როდესაც მუშაობის დასრულებამდე გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს.   

დღის ამბები