„ჩემთვის იქნება კონკურენტი მხოლოდ ივანიშვილის მიერ დაყენებული კანდიდატი,“ - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, სხვა რეალური კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძეს, არ ჰყავს, მათ შორის არის გიორგი მარგველაშვილი, რომელთან დაკავშირებითაც ჯერ ცნობილი არ არის, მიიღებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა მხოლოდ ორი რამით დაამახსოვრა მოსახლეობას თავი.
„მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება მხოლოდ ორი რამით - ერთი, რომ შევიდა სასახლეში და არ გააყიდინა სასახლეში ივანიშვილს და მეორე, მე რომ ჩამომართვა მოქალაქეობა,“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ დაკარგა 5 წელი.
მისივე თქმით, მარგველაშვილი ისე წავა თანამდებობიდან, რომ მას არ ეყოფა გამბედაობა, მოქალაქეობა დაუბრუნოს.