17 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე-შსს განცხადებას აკეთებს

გენერალ სამსონ ქუთათელაძისი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებებს აკეთებს. შს მინისტრის მოადგილის განცხადებით რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. მასვე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა -შენახვას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით 2018 წლის 15 იანვარს ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით შელაპარაკების დროს გიორგი ჭანტურიამ სიმონ ქუთათელაძეს  რამდენჯერმე ესროლა, რის შემდეგადაც გენერალი ადგილზე გარდაიცვალა. თავად ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაპირისპირება. შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა,”-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით ბრალდებული შსს-მ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დააკავა. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ არც ამ ბრალდებასა და არც ასევე გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები გამოძიებას არ აღმოაჩნდა, ის გაათავისუფლეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ნათია მეზვრიშვილის თქმით ორივე ბრალდება გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენები.

„ბრალდება დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვiლმა.

 

დღის ამბები