30 დეკემბერი 2024,   21:07
ვრცლად
"რუსთავი 2" აკეთებს ყველაფერს, რომ კონკრეტულად ერთი კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინოს - დავით მათიკაშვილი 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და "ნაციონალურ მოძრაობას" მმართველი პარტიის რჩეული კანდიდატის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მიზანმიმართული შავი PR-კამპანია მიმდინარეობს.

„რუსთავი 2", როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ტელევიზია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კონკრეტულად ერთი კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინოს. რეალურად, ისინი წინასაპრეზიდენტო მარათონს არც აწარმოებენ, ეს არის მიზანმიმართული შავი PR-კამპანია კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგ, რაშიც ხაზს ვუსვამ, იყენებენ ბიუჯეტიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილ თანხას, იმ Fake კანდიდატების დახმარებით, რომელთაგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ რეალურად მხოლოდ ერთ კანდიდატს უჭერს ეს პოლიტიკური გაერთიანება მხარს.

"რა გამოდის აქედან, გამოდის ის, რომ ისინი არასწორად იყენებენ გადასახადების გადამხდელების ფულს და რეალურად, საპრეზიდენტო არჩევნები სურთ, რომ დესტრუქციული მიმართულებით წაიყვანონ,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

დღის ამბები