მორიგი თავდასხმა ოპოზიციის წარმომადგენლებზე. არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, თავს ამჯერად რუსთავში დაესხნენ. ე.წ მოლოტოვის კოქტეილი გოგა ინჯგიას საცხოვრებელი სახლის აივანზე ისროლეს.
შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. გაერთიანებული ოპოზიცია მომხდარს ხელისუფლების მხრიდან მათი წევრების დაშინების მცდელობად აფასებს. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სამართალდამცველები. დაზარალებული გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა. მიმდინარეობს გამოძიება.
"ხმა იყო აფეთქების და დიდი ცეცხლი. გამოვედით და დავიწყეთ ჩაქრობა, შემდეგ დავრეკე 112-ში. რაც შეეხება იმას რას ვუკავშირებ, არანაირი პირადი ინტერესი, არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესი,"-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გოგა ინჯგიამ.