ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტების შესწავლა უკვე დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
სამოქალაქო სექტორი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ პროდუქტების დარიგების ფაქტს მნიშვნელოვან დარღვევად მიიჩნევს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით მოსახლეობის ხმების მოპოვება კანონდარღვევაა და რეაგირებას აუდიტის სამსახურისა და საგამოძიებო ორგანოებისგან ელოდებიან.
„ამ ეტაპისთვის გახდა ცნობილი იგივე სამეგრელოს შემთხვევა, სადაც ხდებოდა გარკვეული პროდუქტის გადაცემა დევნილებისთვის. ამ შემთხვევაში იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები. ამიტომ ჩვენ დეტალურად შევისწავლით ფაქტს,“-განაცხადა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა.