ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, საქართველოს პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. საარჩევნო უბნები 2 ბაზაზე - ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფში არის განთავსებული. ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე, ვინც სპეციალურ პოსტზე იქნება მათ გადასატან ყუთს მიაწვდიან.
პროცესი დილის 8-დან, საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. ორივე უბანზე 11-11 კომისიის წევრია.
თბილისში გამოგზავნილი დალუქული ყუთები 28 ნოემბერს, მას შემდეგ გაიხსნება, რაც საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურება.