საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ანაკლიის მოსახლეობას შეხვდა.
ყოფილმა პირველმა ლედიმ ამომრჩეველს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბუკლეტები დაურიგა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.
სანდრა რულოვსმა ანაკლიაში, წინა ხელისუფლების დროს დაწყებულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ყველა პროექტი შეჩერებულია.
"ასეთი ლამაზი ადგილია, აქ უნდა იყოს განვითარება, უნდა იყოს მშენებლობა, უნდა იყოს ვაჭრობა, უნდა იყოს ინოვატური იდეების მატარებელი ცენტრები, ფესტივალები და ა.შ., მაგრამ არაფერი არ ხდება, ვერ გამოიყენეს ანაკლია და მით უმეტეს ლაზიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო იქ, "სქაი-ლაინზე" განთავსებული ესეც ვერ შედგა, ეს არის გაშვებული შანსი"-განაცხადა სანდრა რულოვსმა.