“ქართული მარში“ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.
სანდრო ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შიშით სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მახეა.
როგორც ბრეგაძე აცხადებს, „ქართული მარში“ აქტივისტებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს, თუმცა არც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს.
ბრეგაძე ფიქრობს, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა.
"ქართული მარში სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ის არჩევნებში მხარს ვერ დაუჭერს და არ დაუჭერს მხარს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, მე ვერ ავიღებ ვერანაირ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშილზე და ჩემი ხმა ვერ წავა და არ წავა სალომე ზურაბიშვილის მხარეს.
იმის შიშით მხარდაჭერა სალომე ზურაბიშილისა, რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება ხელისუფლებაში მე ვფიქრობ, არის იმ მახეში გაბმა, რომელი მახეც უკვე მერამდენეჯერ დაუგო "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ამომრჩეველს"- განაცხადა ბრეგაძემ.