19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ხელისუფლება დანაშაულის ოპოზიციისთვის გადაბრალებას ცდილობს - ენმ-ს კოორდინატორი ირწმუნება, რომ მის სახლში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი პოლიტიკური მოტივით შეაგდეს 

"ევროპული საქართველოს" განცხადებას, რომ შსს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების შეყრა სოფელ ვეჯინში მათ წარმომადგენელს უნდა დაბრალდეს, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი გამოეხმაურა. 

ელმირა ბეციაშვილი, რომლის სახლის ეზოშიც რამდენიმე დღის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს, ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ამით თავდაცვას და დანაშაულის ოპოზიციისთვის გადაბრალებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვეჯინში 22 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის სახლში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს, რის შედეგადაც ავტომობილის კარის ერთი ნაწილი დაზიანდა.

დღის ამბები