„ევროპული საქართველოს“ ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ემუქრებიან. კობა ძაგნიძე ამბობს, რომ მის ოჯახს მუქარა ბიძის მეშვეობით შემოუთვალეს და ეუბნებიან, რომ თუკი მეორე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იაქტიურებს, შესაბამისად, დასჯიან და პასუხს მოითხოვენ.
„ევროპული საქართველო“ მიმართავს ხელისუფლებას და აფრთხილებს, რომ კობა ძაგნიძის მისამართით ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ.
„ბიძაჩემს ჩაუჯდა კლიენტი, რომელიც ეგონა, რომ იყო კლიენტი და ამ დროს აღმოჩნდა „ოცნების“ მხარდამჭერი და დაემუქრა, შენი ძმა და შენი ძმისშვილები თუ არ გაჩერდებიან, აუცილებლად გავანადგურებთ მის ოჯახსო,“ - ამბობს კობა ძაგნიძე.