„პატრიოტთა ალიანსის“ აქციას, რომელიც პარტიის წევრების მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გაიმართა, საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმიანებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ აქციის გამართვისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთების შესახებ გადაწყვეტილება თავად ამ პარტიამ მიიღო და მმართველი ძალას მათთან კავშირში არ აქვს.
"„პატრიოტთა ალიანსს" გარკვეული მოსაზრებები საგარეო კუთხით გააჩნია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რასაც ქართული ოცნება ამტკიცებს და საითაც ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა მიდის განსხვავება იმდენად თვალსაჩინოა, რომ აქ კითხვის ნიშნის დასმა უადგილო მგონია.
საზოგადოება რომელიც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა არ არის პოლიტიკურად ორიენტირებული ვთქვათ პატრიოტთა ალიანსის მიმართ.
კარგია რომ უჭერენ მხარს, თუმცა სალომეს საგარეო კურსი და წარმომავლობაც თქვენ გაცილებით უკეთ მოგეხსენებათ,“-ამბობს ვოლსკი.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან კობერიძე კი ფიქრობს, რომ "პატრიოტთა ალიანსთან" მმართველი პარტიის გაიგივება მიზანმიმართულად ხდება და ეს წინასაარჩევნო დღის წესრიგი გახდა.