ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ქუთაისში - პენსიონერებს 50- 50 ლარს ურიგებენ და ეუბნებიან, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ. პირები, რომლებიც ფულს არიგებენ, ასევე, ამბობენ, რომ ეს ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანხაა.
ერთ-ერთი პენსიონერის, ნანა კელენჯერიძის ოჯახის წევრების თქმით, მათთან უცნობი პირები მივიდნენ, მოხუცს 30 ლარი მისცეს და უთხრეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცა.
ნანა კელენჯერიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია, სწორედ ამიტომ მან საარჩევნო ყუთი სახლში უნდა მიიღოს.
„მოვიდნენ და ვუთხარი, ყუთს თუ მომიტანთ, თუ არა მე არსად წამომსვლელი არ ვარ, ვუთხარი, სიარული არ შემიძლია, ჯოხით დავდივარ ძლივს. ის თანხა მომცეს და მეტი არ მოუციათ,“ - ამბობს ნანა კელენჯერიძე.