17 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
"მახარეს, რომ ვალი გაგიუქმნდაო, გამეხარდა... ჩავედი ბანკში და აღმოჩნდა ტყუილი" - მოქალაქეები "ოცნების" კოორდინატორების დაპირებებზე სააუბრობენ

ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები - „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არჩევნებამდე ორი დღით ადრე მთელი ქვეყნის მასშტაბით კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ მათი კრედიტები დაფარულია. საუბარია სესხების განულების პროგრამაზე, რომელიც მთავრობამ ხმაურით დააანონსა, თუმცა პროექტი არათუ დაწყებული, დაზუსტებულიც კი არ არის. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ მათი ვალები არც არავის დაუფარავს.

მოტყუებული ამომრჩეველი ამბობს, რომ მათ "ქართული ოცნების" კოორდინატორთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც უთხრა, რომ საბანკო სასესხო გაუნულდათ, ინფორმაცია ბანკში გადაამოწმეს. მათი თქმით დავალიანება ბანკებში ისევ ერიცხებათ.

„დილით სახლიდან რომ გამოვედი დამიძახეს და  მახარეს, რომ ვალი გაგიუქმდა ბანკში, ანუ განულდა, მოგეხსნა ყველანაირი ვალდებულება, რაც გქონდა აქამდე. რა თქმა უნდა მე გამეხარდა. ჩავედი ბანკში, შევედი საქართველოს ბანკში, ვიკითხე და ეს აღმოჩნდა ტყუილი. დამიწერეს კიდევაც ვალი რამდენი მაქვს და არანაირი ჩამოჭრა არ მომხდარა და ეს სიები ჰქონდა გიორგი ხუციშვილს, მატყუარა „ ქართული ოცნების“ კოორდინატორს და ეს იყო სულ. მე იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ფარსი და ეს არის ტყუილი,"-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

დღის ამბები