19 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
კრიზისი "ქართულ ოცნებაში" - ფარული აუდიო მასალა, რომელიც „კურიერს,“ „ოცნების“ ქუთაისის შტაბიდან მიაწოდეს  

ფარული აუდიო მასალა, „კურიერს“ „ოცნების“ ქუთაისის შტაბიდან მიაწოდეს. 40 წუთიან ჩანაწერში კარგად ისმის, რომ „ოცნებაში“ კრიზისია. მმართველ პარტიის ლიდერები არ ენდობიან არავის, მათ შორის არც საკუთარ კოორდინატორებს. გაირკვა, რომ არჩევნების წინ შედგენილი მხარდამჭერების სიებთან შედარებით, „ოცნებამ“ ხმების 40 პროცენტით ნაკლები მიიღო, ამიტომ პარტია ახლა კოორდინატორებს სთხოვს გააძლიერონ ზეწოლა ხალხზე. 

ამავე ჩანაწერში, „ოცნების“ წევრი ზურაბ მარგველაშვილის კოორდინატორებს ასწავლის, როგორ უნდა მოატყუონ არჩევნების დღეს ჟურნალისტები. „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა თავი მედიას სალომე ზურაბიშვილის მოხალისე მხარდამჭერებად უნდა წარუდგინონ.

ქუთაისის შტაბიდან გამოსულ ჩანაწერებსა და Edison research-ის კვლევას „ქართული ოცნების“ შტაბი 6 საათიანი პაუზის შემდეგ გამოეხმაურა. „ოცნების“ სტრატეგია უცვლელია, მართველი გუნდი აღაირებს, რომ ზურაბ მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ წევრია, თუმცა არც ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს და არც Edison research-ის კვლევის შედეგებს ენდობა.

ფარული ჩანაწერი მმართველი პარტიის შტაბიდან ოპოზიციისთვის მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილის გუნდი არჩევნებს აგებს და წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული კვლევები, სადაც სალომე ზურაბიშვილს 48% აქვს, რეალობას ასახავს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მოსყიდვის ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად ზურაბიშვილი პრეზიდენტი ვერ გახდება.

„ოცნების“ რეაქცია სრულიად ბუნებრივია "ევროპული საქართველოსა" და "რესპუბლიკელებისთვის." ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს ამბობენ, რომ მმართველი გუნდის ისტერია მათი კანდიდატისა პირველი ტურის მარცხით არის გამოწვეული.

 

დღის ამბები