18 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ბათუმში კაზინო "ინტურისტის" თანამშრომლები კაზინოს დახურვას აპროტესტებენ

ბათუმში კაზინო ინტურისტის თანამშრომლებმა გუშინ, გვიან ღამით, კაზინოს დახურვა გააპროტესტეს.

180-მდე თანამშრომელი მფლობელებისგან განმარტებებს ითხოვდა.

მათი განცხადებით, კაზინოს დახურვის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ და მათ მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

თანამშრომლები დეკემბრის ხელფასის ანაზღაურებას, კომპენსაციას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანია თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას გაავრცელებს.

ამ ეტაპზე უცნობია, იხურება თუ განაგრძობს საქმიანობას კაზინო, ან დარჩება თუ არა სამსახურში თანამშრომელთა იგივე შემადგენლობა. 

დღის ამბები