18 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
ძლიერი ქარის გამო, ბათუმის სამაშველო სამსახურში 22 გამოძახება დაფიქსირდა

ძლიერი ქარის გამო, ბათუმის სამაშველო სამსახურში 22 გამოძახება დაფიქსირდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებას ადგილობრივები საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანების და ხეების წაქცევის გამო ითხოვდნენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა შეტყობინებაზე სამაშველო ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ორი ავტომობილი. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.

ამ დროისთვის ბათუმში კვლავ ძლიერი წვიმაა.

დღის ამბები